როდესმე, ალბათ, ყველას გქონიათ სურვილი, მთელი ცხოვრება ხეტიალში გაგეტარებინათ, ხან ბოშათა ბანაკის წევრად წარმოიდგენდით თავს, ხან მოხეტიალე ცირკის მსახიობად, ხან რად და ხან – რად; ანდაც ჯეკ კერუაკის გმირივით გსურდათ, ერთ დღესაც ყველაფერი მიგეტოვებინათ, მთელი თქვენი წარსული ერთ ზურგჩანთაში ჩაგეტიათ და უბრალოდ „გზაზე” გეცხოვრათ, თუმცა რა ხდება მაშინ, როცა სურვილი სურვილად არ რჩება, იმ შემთხვევაშიც კი, როცა ორი შვილი გყავს.

Photo By The Family Without Borders

ანა და ტომი ბერლინიდან არიან. ანა პოლონელი ჟურნალისტია, ტომი- გერმანელი ფოტოგრაფი. ისინი რამდენიმე წელია ერთად ცხოვრობენ და მთელი ამ ხნის მანძილზე არაერთი ქვეყანა მოიარეს. ორი წლის წინ მათ ოჯახს კიდევ ერთი წევრი შეემატა. ჰანამ დაბამდებამდეც მოახერხა სერბეთის, კოსოვოსა და ალბანეთის მონახულება. ექვსი თვის ასაკში კი ის დიდი მოგზაურობის მთავარი წევრი გახდა. ანამ და ტომმა გადაწყივტეს ბავშვთან ერთად მანქანით, შავი ზღვის გარშემო ემოგზაურათ და ექვს თვეში 9 ქვეყანა მოიარეს.

Photo By The Family Without Borders

მათ მარშუტში, რა თქმა უნდა, საქართველოც მოხვდა, თუმცა აქ ჩამოსვლამდე უამრავი ამბავი გადახდათ, რომელთა შესახებ მთელი მოგზაურობის მანძილზე თავის ბლოგზე „ოჯახი საზღვრების გარეშე“ – http://bit.ly/1PHLViV აქტიურად წერდნენ. სადაც იმაზეც ბევრი გვიამბეს, თუ რატომ გადაწყვიტეს ბავშვთან ერთად ეხეტიალათ და რატომ შეაჩერეს არჩევანი შავი ზღვის რეგიონზე.

ანასა და ტომის აზრით, პატარა ბავშვს ყველაზე მეტად დედის და მამის სიახლოვე სჭირდება. გარდა ამისა, მთელი ამ ხნის მანძილზე ის ბუნებაში იცხოვრებს და საშუალება ექნება ახლოდან ნახოს სხვადასხვა ცხოველები და ფრინველები და არა – საბავშვო წიგნებიდან. მთავარია, მისი საკვებითა და საჭირო ნივთებით უზრუნველყოფა, რომელთა ყიდვაც ნებისმიერ ქვეყანაში თავისუფლად შეიძლება. ასე რომ, მათთვის ბავშვი არათუ ართულებს, კიდევ უფრო აადვილებს მოგზაურობას, რადგან მასთან ერთად თუ ხარ, შეიძლება, მაგალითად, პატრულმა ჯარიმა არ გამოგიწეროს, რუსულმა მილიციამაც კი მორიგი ქრთამის გადახდისგან გაგათავისუფლოს და ა.შ..

Photo By The Family Without Borders

რადგან თვეების ბავშვთან ერთად შორს წასვლა ვერ გარისკეს, ანამ და ტომმა საოცნებო მოგზაურობა ცენტრალურ ამერიკაში – ორ ოკეანეს შორის ცოტახნით გადადეს და ახლო მარშუტი აირჩიეს. მათთვის კი აღმოსავლეთ ევროპა ყოველთვის უფრო საინტერესო იყო, ვიდრე – დასავლეთი; წყვილის აზრით, ევრო-კავშირის ქვეყნები ნელ-ნელა ერთმანეთს ემსგავსება, აღმოსავლეთ ევროპაში კი ყველაფერი სხვაგავარადაა: აქ მეტი მრავალფეროვნება, მეტი კონტრასტი, მეტი ინტრიგა და იდუმალებაა. ამასთან ერთად შავი ზღვის ქვეყნებში აქამდეც არაერთხელ ყოფილან და შესაბამისად, უამრავი მეგობარი ყავთ, თანაც ბონუსად მთელი მოგზაურობის მანძილზე შეეძლოთ ზღვის სანაპიროზე დაესვენათ.

თუ ისევ მოგზაურობას და მისგან მიღებულ შთაბეჭდილებებს დავუბურნდებით, განვლილი ქვეყნებიდან ყველაზე მეტად ანას და ტომს რუსეთი არ მოეწონა, განსაკუთრებით მილიცია, რომელიც ყოველ 10 წუთში აჩერებდათ და მხოლოდ იმიტომ, რომ უცხოური ნომრები ქონდათ, ქრთამს ართმევდა, თუმცა სხვა ქვეყნებმა რუსეთისგან მიღებული შთაბეჭდილებები გაანეიტრალა.

საქართველოში მთელი მოგზაურობის მანძილზე რამდენჯერმე მოხვდნენ და შედარებით დიდხანსაც მოუწიათ ცხოვრება.

Photo by The Family Without Borders

გარდა იმისა, რომ ჰანა აქ ყველაზე მეტად იყო ყურადღების ცენტრში და ტრაილერების მძღოლებიდან დაწყებული ყველა შემხვედრი მას ათამაშებდა, თვითონაც ძალიან კომფორტულად გრძნობდნენ თავს.

თბილისშივე შეიტყვეს, რომ მათ ოჯახს კიდევ ერთი წევრი შეემატებოდა, რაც რა თქმა უნდა, ძალიან დიდი სიხარულის მიზეზი გახდა და საქართველო კიდევ უფრო შეაყვარათ. ერთ-ერთ პოსტში იმასაც ამბობენ, რომ თბილისი ის ქალაქია, სადაც დიდი ხნითაც შეიძლება ცხოვრებაზე ფიქრი: http://bit.ly/1OBaKje

საქართველოს შემდეგ ოჯახი საზღვრების გარეშე აზერბაიჯანს, სომხეთს, ყაბარდო-ბალყარეთს, თურქეთს, ბულგარეთსა და სერბეთს ესტუმრა. სერბეთიდან კი ბერლინში დაბრუნდა. ყველაზე მეტად დაბრუნებულებს ცის მაგივრად თეთრ ჭერთან შეგუება გაუჭირდათ და სასწრაფოდ, ახალ მოგზაურობაზე დაიწყეს ფიქრი. ამასობაში მათი მეორე შვილი – მილაც დაიბადა.

ასე რომ, ოქტომბრის ბოლოს ცენტრალური ამერიკის ქვეყნებში ამჯერად უკვე ოთხნი გაემგზავრნენ და რამდენიმე თვის მანძილზე 4 ქვეყანა მოინახულეს.

Photo by The Family Without Borders

Photo by The Family Without Borders

მოგზაურობისას შეიტყვეს, რომ National Geographic Traveler-ის პოლონეთის ბიურომ “ოჯახი საზღვრების გარეშე” 2011 წლის საუკეთესო სამოგზაურო ბლოგად აღიარა.

Photo By The Family Without Border

Photo By The Family Without Border

მექსიკაში, ჰონდურასში, გვატემალასა და ბელაიზში მოგზაურობა, რა თქმა უნდა ძალიან შთამბეჭდავი გამოდგა.

ოჯახი საზღვრებს გარეთ ახლა ისევ ბერლინშია და ახალი მოგზაურობისთვის ემზადება.

Photo By The Family Without Borders

Photo By The Family Without Borders

Advertisements